,,ორი წინადადება დავიმახსოვრე პოლიციის შენობაში ნათქვამი.
“რამდენს გიხდიან ბიჯო ამ ბანერების წერაშიო” და მეორე
“ეჰ რა დრო დაგვიდგა მასწავლებელი და ომის ვეტერანი გვყავს დაჭერილი, მაგრამ რატო არ ვიცითო”
დიახ ეს ბიჭი იმედა ონიანი აგვისტოს ომში ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავდა??
ორი დღის წინ ჩემთან ერთად ბანერზე გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ტექსტის დაწერის დროს თავზე დაგვადგნენ და დაგვიჭირეს.
გადმოკიდებას აპირებდით სადღაცო, წინააღმდეგობის გაწევა და შეგინება დაგვაბრალეს, 40 საათი “კაპეზეზე” გაგვათევინეს და დღეს სასამართლოზე ეს ზემოდან ნაკარნახევი ზღაპრები წარადგინეს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე და უამრავი ტყუილით სავსე.
პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით.
ბოდიში ყველა ღირსეულ სამართალდამცველთან, მაგრამ ვინც ეს ყველაფერი მოიფიქრა, დამატებით 24 საათი დაგვიმატა ციხეში ყოფნის,ისინი არიან მილიციელები, საბჭოთა ტროიკა, უკანონი დავალებების შემსრულებელი კანტორა.
აქვს ჩვენს ქვეყანას გამოცდილება, რაც მეტად იზრდება ხელისუფლებისგან ზეწოლა, ორმაგად იზრდება ხალხის წინააღმდეგობა.
ასეც იქნება ❗️
დაელოდეთ ❗️
მადლობა თავისუფალო ადამიანებო ყურადღებისთვის❤️
ჩვენ მოვიგებთ ომს ??”-წერს სოციალურ ქსელში მიშიკო მუმლაძე.










