სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საკვები დანამატების მიღების აუცილებლობაში პენიტენციური სამსახურის სამედიცინო განყოფილების უფროსი თამთა დემურიშვილი პირადად არწმუნებდა.
ბურჯანაძის თქმით, 30-50 მილიგრამი დანამატი ფაფის მიღება სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების აუცილებლობით იყო გამოწვეული.
“ჩვენ ეს მონაცემები გადავამოწმეთ ადგილზე მყოფ სამედიცინო პერსონალთან და მათაც დაგვიდასტურეს, რომ ამ დანამატების მიღება ხდებოდა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, მათივე მოთხოვნით და მათ დანიშნულება გქონდა ერთადერთი, რომ სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნებულიყო.
ჩვენ ჩანაწერებიც ვნახეთ და სადაც მითითებულია 30-50 მილიგრამი რასაც კვებითი ღირებულება არ აქვს“- აცხადებს ბურჯანაძე.










