LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სააკაშვილის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

მტრის ჯინაზე არ მოვკვდები – მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან

დაპოსტა 2021/11/05-ში
A A
159
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს. ის მედიასთან ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ წაიკითხა.

“ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ. ბევრად უფრო წინწსულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია ერთიანია ვიდრე მაშინ.

ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია. ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარი კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას. ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს, ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში, მას შემდეგ რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, ხოლო ოპოზიციამ და ოტბორმა ჯერ მოაწყვეს აქციები ბევრ ადგილას და შემდეგ წავიდნენ ბელგადრისაკენ.

რატომაა მნიშვნელოვანი აქციები ერთდროულად ბევრ ადგილას?! იმიტომ რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. საჭიროა განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ მმართველებზე და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება და რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის ერთი დღე საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ.

მე მხარს ვუჭერ ოპოზიციის ლიდერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ და არ დავიშალოთ, ასევე, გზა და გზა ცხადია იქნება ბევრი იმპროვიზაცია. ახლა მთავრია მრავალრიცხოვნობა და თქვენ, დიახაც რომ წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან, ძალიან, მტკიცე და მობილური.

არ ვიცი ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება. ასევე მივესალმები ელენე ხოშტარიას, დიახ ელენე, ნამდვილად არ დამვიწყნია, ან რა დამავიწყებს შენ სახელს, პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის, შიმშილობის მონაწილეებს. გავიგე, რომ ციხესთან მოშიმშილე 24 წლის გოგონა, ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის, სერგის შვილიშვილი ყოფილა. მეუფე ახლახან წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა ნინოს სამოქალაქო გმირობით, რომელსაც და ყველა სხვა მოშიმშილესაც მინდა ვუთხრა და მოვუწოდო, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია.

კიდევ ერთხელ მეგობრებო, შაბათის აქციებზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი და მრავალრიცხოვანნი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას . აქციების მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება, მაგრამ არც ერთი ეს არ გახლავთ თვითმიზანი, არამედ არის საშუალება იმისთვის, რათა შევაჩეროთ ფასების უღმერთო ზრდა, ქართველების საქართველოდან მასიური გადინება, ქართველების საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩენის პროცესი, კორუფცია, თქვენ ჯიბეებში მთავრობის მიერ ხელების ჩაყოფა, სიღატაკე და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან…”, – წერს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში.

გაზიარება64

დაკავშირებული -პოსტები

მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი და რეკორდსმენია

by მეგა TV
ოქტომბერი 18, 2026
0
მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი და რეკორდსმენია
მთავარი

მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი და რეკორდსმენია! ძალოსანმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა! ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.)...

დაწვრილებითDetails

საუბარი იყო რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობსი სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, საუბარი იყო, რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით. მთავრობის მეთაურის ცნობითვე, ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენებზე ივანიშვილმა თავისი შეხედულებები გააცნო გუნდის...

დაწვრილებითDetails

ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო, მეორე მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – ტრაგედია ბათუმში

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო, მეორე მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – ტრაგედია ბათუმში
მთავარი

ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. გარდაცვლილი არჩილ მაკარიძეა. როგორც ახლობლები ამბობენ, არჩილ მაკარიძე სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემოციურად...

დაწვრილებითDetails

მტკვარში კაცს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, წუხელ ღამით, 40 წლამდე კაცი ქალაქის ცენტრალური ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ადგილზე მალევე მივიდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
“„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის”-„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
მთავარი

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს სხდომას არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ უმრავლესობის სხდომაც გაიმართება. პარალელურად "ქართული ოცნების"...

დაწვრილებითDetails

საქართველო 11 158-მა ბავშვმა და 20-30 წლამდე ასაკის 31 828-მა პირმა დატოვა – საქსტატი

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
3 თვეში გერმანიიდან უკან 696 ადამიანი დააბრუნეს-როგორია სტატისტიკა
მთავარი

გასულ წელს 0-დან 15 წლამდე ასაკის 11 158-მა ბავშვმა დატოვა საქართველო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, მათგან 6 105 ბიჭია, ხოლო 5 053 - გოგო....

დაწვრილებითDetails

რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ დევნილმა ოჯახებმა ფულადი კომპენსაციის მისაღებად?

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
მთავარი

დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 12 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

„ჯარიმა 2000 ლარი…”- მნიშვნელოვანი ინფორმაცია

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურა, შესაბამისი ჯარიმის გასაჩივრების პერიოდში საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის დაკისრებული სანქციის აღსრულება აღარ შეუჩერდება. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან...

დაწვრილებითDetails

გვიან ღამით ჭამა ღვიძლის დაავადების რისკს ზრდის – ახალი კვლევა

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
გვიან ღამით ჭამა ღვიძლის დაავადების რისკს ზრდის – ახალი კვლევა
მთავარი

აშშ-ის ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის (OHSU) მკვლევართა ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ გვიან ღამით კვებასა და ღვიძლის ორ დაავადებას შორის კავშირი გამოავლინა. რა აჩვენა კვლევამ? მკვლევრებმა სამი დიდი, ხანგრძლივი კვლევის მონაცემები...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც აშშ-ის „მწვანე ბარათის“ შევსება სურს

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც მწვანე ბარათის შევსება სურს
მთავარი

აშშ-ის ქალაქ სან-დიეგოში ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 2027 წლის „მწვანე ბარათის“ ლატარიის (Diversity Visa Lottery) რეგისტრაციის გახსნა დაავალა. გადაწყვეტილება 14 ოქტომბერს მიიღეს. აშშ-ის სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების თანახმად, DV-2027 (მწვანე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"