“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუთაისში აქციის დასრულების შემდეგ ერთი ადამიანი სცენიდან გადააგდეს.
“ქუთაისში სცენის დაშლის შემდეგ ჩვენს ჯგუფს მიუვარდნენ და ერთი ადამიანი სცენიდან გადმოაგდეს.
სანამ ხალხი იყო ვერ გაბედეს, მხდალი უსინდისოები…”, – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ქუთაისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერი აქცია გაიმართა.
ოპოზიციონერი ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და გათავისუფლებას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში 35-ე დღეა შიმშილობს.










