აკა სინჯიკაშვილი, რომელიც აქტიურ ქველმოქმედებას ეწევა, სოციალურ ქსელში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ღმერთს მის გადარჩენას სთხოვს:
,,ბებო სასწრაფოდ გადავიყვანეთ არამიანცის საავადმყოფოში. ძალიან ცუდად არის მკურნალობენ, რაც შესაძლებელია და სადაც რამე ღმერთია, ვთხოვ, რომ უკეთ გახდეს და შევძლოთ მისი გადაყვანა თავშესაფარში. სადაც, ცხოვრების ბოლოს მაინც, ადამიანურად, საწოლზე დაიძინებს და ნორმალურ საჭმელს შეჭამს. ერთი თვით ადრე მაინც მენახა ? ექიმმა თქვა უკეთ იქნებოდაო. რაში გაატარა ეს ამდენი ხანი, ვერც წარმოგიდგენიათ. მილიონი იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება და მალე დაგველაპარაკება.
ღმერთო გვაპატიე ყველას და ეს ქალი გადამირჩინე. ყველაფერს გაგაგებინებთ.
უამრავი მადლობა ყველას, ვინც ბებოს ამბით დაინტერესდა და დახმარება გაუწია.
ყველაფერი კარგად უნდა იყოს! სხვა გზა არ არის! ❤️” – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.










