
მხოლოდ ვაქცინა პანდემიას ვერ დაასრულებს, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
„ჩვენ COVID19-ის პანდემიას ვაქცინების გარეშე ვერ დავასრულებთ, თუმცა მხოლოდ ვაქცინა პანდემიას ვერ დაასრულებს. ვაქცინა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების საჭიროებას არ ანაცვლებს. ის მათ ავსებს“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.










