
ლეგენდარული ბრენდის „ოსკარ დე ლა რენტას“ საქორწილო კაბების ახალი კოლექცია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად მნიშვნელოვანია დეტალები. როგორც მოდის ექსპერტები ამბობენ, ამ კოლექციაში ყველაზე ლამაზი, მოკლე საქორწილო კაბაა, რომელიც ყვავილებით არის გაფორმებული. ის ამავე დროს კოქტეილის კაბის ასოციაციასაც დაგიტოვებთ. ბისერები, აბრეშუმი, ხელნაკეთი ყვავილები, ეს ის დეტალებია, რომლებითაც ბრენდმა კაბების სრულიად ახალი, გასაოცარი კოლექცია შექმნა.










