ალეკ ბოლუინისა და ოპერატორ, ჰალინა ჰაჩინსის თავს დატრიალებული უბედური შემთხვევის შემდეგ, ფილმის გადაღებებისას მორიგი ტრაგედია დატრიალდა. ამჯერად „ინდიანა ჯონსის“ გადაღებებზე, ახლად ჩაფრენილი გუნდის წევრი, 54 წლის ნიკ კიუპეკი გადაღებების დაწყებამდე მაროკოს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
გუნდის წევრები შოკში არიან, მოულოდნელი ამბავი სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა, ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არავის გაუკეთებია.











