საპატრიარქოს წერილი ჭყონდიდში – მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილ ბერებს საპატრიარქო სამონასტრო კომპლექსის დატოვებას თხოვს. ვადა დღეს იწურება, წინააღმდეგ შემთხევაში მათ ტერიტორიას პოლიციის ძალით დაატოვებინებენ. თბილისიდან გაგზავნილი წერილი 29 ოქტომბრით თარიღდება და მას ხელს მამა მიქაელ ბოტკოველი აწერს.
რაც შეეხება განკვეთილი ბერების პოზიციას, ისინი მონასტრის დატოვებას საკუთარი სურვილით არ აპირებენ.
“უნდათ, რომ წარმოაჩინონ, რომ ჩვენ რაღაცაში ბრალეულები ვართ. რა თქმა უნდა, მე არ ვემორჩილები, ვინც არ უნდა იყოს, სიბილწეში ბრალდებულს, სანამ არ გაარკვევენ, რომ ეს ტყუილი არის და არასწორია, ეს სინოდმა უნდა გაარკვიოს და ჩვენ ამას ვითხოვთ და პირიქით ჩვენ გვსჯიან. რა უნდა მიქნან ამათმა გამაგებინე? რას მიზამენ? ძალით გამათრევენ აქედან? ხმალავს ხომ არ დავიწყებ,” – აცხადებს ყოფილი არქიმანდრიტი მამა ათინოგენე.










