LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ტრანსგენდერი ქალის დაყაჩაღებასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

აბაზანაში შემაგდო და 2 წუთი ცივი შხაპის ქვეშ დამაყენა – რას ყვება ჩვენებაში წამების მსხვერპლი ქალი

დაპოსტა 2021/11/04-ში
A A
507
ნახვა
გაზიარება

ა ქალის ჩვენებას, რომელის ქმარსაც მისი წამების გამო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ,,კურიერი” აქვეყნებს.

 

ჩვენებაში ქალი ჰყვება, რომ ქმარი მასზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, სექსუალურად და ეკონომიკურად ძალადობდა…

 

“2021 წლის 3 იანვარს გ.ხ-მ ჩემზე პირველად იძალადა, როცა ჩემი მშობლების სახლში ვიმყოფებოდით. ბინაში მარტონი ვიყავით და ვსაუბრობდით, სიტუაცია ჩემს ყოფილ მეგობარზე საუბრისას დაიძაბა, ის წარსულში, გ. ხ-თან ურთიერთობის დაწყებამდე ჩემს მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი.

 

გ-მ ძირს დამაგდო და წელისა და თეძოების არეში ფეხი ჩამარტყა, ზედა კი შემომახია. მე მაშინ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განვიცადე. ამის შემდეგ, აივანზე გამიყვანა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა – მეძახდა, “ბ***ო, პ”*****ა, ყ**ქალა, მაგინებდა და ა.შ.

 

აივანზე ყოფნის დროს, მარჯვენა ბარძაყის არეში ფეხი მთელი ძალი ჩამარტყა, მაშინაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი განვიცადე. ამის შემდეგ, ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონი წამართვა და სახლიდან წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ გ.ხ. დაბრუნდა და თანხა ქალაქგარეთ წასასვლელად მომთხოვა. შემეშინდა, რომ უარის შემთხვევაში ის კვლავ იძალადებდა და ამიტომ გარკვეული ოდენობის თანხა მივეცი, ასევე – ჩემი პლასტიკური ბარათის გამოყენების ნებართვაც.

მომხდარიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში, გ.ხ. სახლში გაღიზიანებული მოვიდა. უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ რამდენიმე დღის წინ ვუთხარი, ჯერ ნაადრევია ჩვენი სხვა სახლში გადასვლა მისი მხრიდან ჩემ მიმართ მომხდარი ფიზიკური ძალადობის გამო შთაბეჭდილება შემეცვალა…

 

მაშინ მითხრა, “რა გგონია, ოდესმე დამშორდები? ეგ რომც დააპირო, არ გაგახარებ! ყველას მოგისპობ, ყველას დაგაკარგვინებ, შენთან ვინმემ რომ დაიწყოს ურთიერთობა, შენც მოგკლავ და მასაცო”. მაშინ, ხელი მაჯებზე მაგრად შემომიჭირა, მერე მარჯვენა ხელით ლოყაზე მაგრად მომიჭირა, რა დროსაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი განვიცადე. ამ დროს, ფსიქოლოგიურად დავითრგუნე, დამეუფლა შიში, რომ ნებისმიერი ჩემი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, თუნდაც პოლიციისადმი მიმართვა დამთავრდებოდა ჩემი და ჩემი საყვარელი ადამიანების სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნით, მათი მოკვლით, ან ჯანმრთელობის დაზიანებით.

2021 წლის, დაახლოებით, 15 რიცხვში დასასვენებლად საგურამოს ერთ-ერთ სასტუმროში წავედით. იმის გამო, რომ მობილურ ტელეფონში წაშლილი არ მქონდა წლების წინ ჩემს უფროსთან ერთად გადაღებული ფოტოები, გ.ხ. გაბრაზდა და მუშტები ფეხებსა და მკლავებში მირტყა. ხოლო ღამე დაახლოებით, 23:00 საათზე ეჭვიანობის ნიადაგზე კიდევ გაბრაზდა და დაახლოებით, 5 წუთის განმავლობაში მაჯანჯღარებდა. შემდეგ, აბაზანაში შემაგდო და ჩაცმულ მდგომარეობაში დაახლოებით, 2 წუთი ცივი შხაპის ქვეშ დამაყენა. ძალადობის მომენტში ჩვენ სასტუმროს ნომერში მარტო ვიყავით.

 

2021 წლის თებერვლის დასაწყისში – დაახლოებით, 02 თებერვალს უკვე გადასულები ვიყავით სხვა ბინაში. საღამოს, მე და გ.ხ. მარტო ვიყავით, იმ დროს, Instagram-ზე შეტყობინება ჩემი ნაცნობი გოგოსგან მომივიდა, რომელიც გ-თანაც მეგობრობდა. ამ გოგონამ მომწერა, რომ გ-თან დაკავშირდებით ჩემთვის გარკვეული სახის ინფორმაციის მოწოდება სურდა. მე მისთვის დამაზუსტებელი კითხვების დასმას ვაპირებდი, რა დროსაც, გ-მ ტელეფონი წამართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და ჩემივე Instagram-დან მას მიწერა. არ ვიცი, მიმოწერის შინაარსი, რადგან გ-მ ეს ყველაფერი წაშალა და გოგონა დაბლოკა.

აღნიშნულის გამო, გაღიზიანებულმა ჩემთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, რის შემდეგაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა. ყელზე, კისერზე და სახეზე ხელი მომიჭირა, ძირს დამაგდო და ფეხი თეძოების არეში ჩამარტყა. შემდეგ მკლავებში მუშტების დარტყმაზე გადავიდა. რა დროსაც მე ვიტანჯებოდი, როგორც ფიზიკურად, ისე – სულიერად. ფიზიკური ძალადობა დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. ის ფიზიკური ძალადობის პარალელურად მახსენებდა, რომ ვიყავი “”ბ***ი” და ა.შ.

 

2021 წლის 12 თებერვალს დასასვენებლად ჩვენ ყაზბეგში წავედით. გზაში, ავტომობილში ყოფნის დროს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ისევ ეჭვიანობის ნიადაგზე, გ.ხ. გაბრაზდა და ავტომობილშივე ყელში წამიჭირა და შემდეგ თავში მუშტი ჩამარტყა. მიბრძანა ხმა არ ამომეღო.

 

იმავე დღეს, დაახლოებით, 22:00 საათზე, გ-მ ჩემზე ფიზიკურად კიდევ ერთხელ იძალადა. მუშტებს თავში, მკლავებსა და ფეხებში მირტყამდა.

 

ამ ძალადობამდე, 20-30 წუთით ადრე, გ-მ ნომრიდან გამაგდო და ტანსაცმელი და პირადი ნივთები გარეთ გამომიყარა. გარეთ დაახლოებით, 15 წუთი ვიყავი. მერე დამიძახა და მთელი ღამე, როცა მოუნდებოდა, სისტემატურად მუშტებს მირტყამდა, საწოლიდან მაგდებდა, რა დროსაც ძლიერ ფიზიკურ ტკივილს განვიცდიდი, ასევე – სულიერ ტანჯვას.

გ-მ ტელეფონი ჩამომართვა და მთელი ღამე ტელეფონის გარეშე ვიყავი. დაახლოებით, 01:00 საათზე მან ჩემს ძმას ჩემი facebook-დან მიწერა, რომ ყაზბეგში ჩამოსულიყო და წავეყვანე. უკვე გამთენიისას, ჩემი ძმა ყაზბეგში ჩამოვიდა, მაგრამ გ-მ ჩემი გაშვება გადაიფიქრა და მითხრა, ჩავსულიყავი ქვემოთ ძმასთან და უკან გამეშვა.

 

რაც მისი ბრძანებით შევასრულე, მაგრამ ჩემს ძმას ვუთხარი, რომ ეს ჩემი იდეა არ იყო, და გ.-მ მოგწერა ჩემი ტელეფონიდან, შენი აქ ჩამოსვლა ჩემი ინიციატივა არ არის-თქო. აღნიშნული ფაქტი ჩემს ძმას და დედას შეუძლიათ დაადასტურონ. როგორც მახსოვს, სასტუმროში თითქმის ყველგან დამონტაჟებული იყო ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი შეიძლება დაფიქსირებული იყოს.

 

2021 წლის 30 იანვარს დილის საათებში, დაახლოებით 10:30 საათზე, როდესაც მშობლების სახლში ვიმყოფებოდი, დედასთან და მასაჟისტთან ერთად. გ. ჩემს ტელეფონში სურათებს ათვალიერებდა და მკაცრად მისაყვედურა, თუ რატომ არ წავშალე ჩემს წარსულ ცხოვრებასთან დაკავშირებული ფოტოები. ამის გამო, გ ჩემ მიმართ აგრესიული გახდა. დედისა და მასაჟისტი ქალბატონის თანდასწრებით დამემუქრა, რომ სახლში მიმიყვანდა და სეირს მაჩვენებდა. ამის შემდეგ, შუბლზე იარაღი დამადო. რა დროსაც ძალიან შევშინდი და ვიფიქრე, რომ გ.ხ. აღელვების ნიადაგზე მართლაც მესროდა, რადგან ამ დროს უკვე საკუთარ თავზე გადატანილი მქონდა მისი მხრიდან არაერთი ძალადობა.

კითხვა: იყო თუ არა გ.ხ. ფხიზელი მუქარის განხორციელების დროს?

 

პასუხი: ის სრულიად ფხიზელი იყო. ყოველივე მომხდარის შემდეგ, გადავიტანე სასტიკი მოპყრობა, ფიზიკური და სულიერი ტანჯვა. გ.ხ არის სადისტი მანიაკი, რომელსაც უხარია ადამიანის ტანჯვა, ის სიამოვნებას ჩემთვის ტკივილის მოყენებით იღებდა.

 

კითხვა: გაიძულებდათ გ.ხ. შეგესრულებინათ თქვენი სურვილის საწინააღმდეგო ქმედება?

 

პასუხი: როდესაც მე ვიყავი ფიზიკური ძალადობის შემდეგ სრულიად განადგურებული, ჩემთვის არასასურველ სექსუალურ კავშირს ამყარებდა. ის ჩემი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ახდენდა ჩემს სხეულში შეღწევას. იმ დროს, ცემისგან იმდენად უმწეო და დაუძლურებული ვიყავი, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ მქონდა.

 

მიმაჩნია, რომ გ.ხ. ჩემზე და ჩემს ოჯახზე ძალადობდა იმიტომ, რომ ისინი არ მიკრძალავდნენ ჩაცმას, ბიჭ მეგობრებთან ურთიერთობას, დამოუკიდებელ ცხოვრებას. გ.ხ. ჩემს ძმასა და მამას ფიზიკური ძალადობის დროს ეუბნებოდა, რომ ისინიც ისე უნდა მომქცეოდნენ, როგორც თავად მექცეოდა.

ნორმალური ფინანსური ანაზღაურება მაქვს. იმდენი, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შემიძლია და ფინანსურად არ მიჭირს. მემუქრებოდა, რომ სამსახურს დამაკარგვინებდა, რათა მასზე დამოკიდებული ვყოფილიყავი. ის თვლიდა, რომ არ მქონდა უფლება, გადამეწყვიტა სად წავიდოდი და ვისთან ვიკონტაქტებდი.

 

ჩემი ტელეფონი გ.ხ-ს ძირითადად ჩამორთმეული ჰქონდა, იყო ფაქტი, როცა დეიდაშვილმა დამირეკა და ის გაღიზიანდა, რადგან მამაკაცის ხმა გაიგონა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი დაუწყო. მეგობარს, რომელიც მშობლების სახლში მოვიდა იმიტომ, რომ დამინახა დედ-მამასთან შესული, ვუთხარი კიდეც, რომ გ.ხ. მეგობრებთან ურთიერთობის უფლებას არ მაძლევდა… მას არ მოეწონა ფაქტი, როცა ჩემივე თანხით მამასთვის ავტომობილი ვიყიდე და ვაჩუქე, მან გაიფორმა მამისთვის ნაყიდი მანქანა,” – წერს ჩვენებაში დაზარალებული ქალი.

მოსამართლემ დღეს რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და 27 წლის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. გიორგი ხუციშვილს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ გაასაჩივრებს. უკვე მსჯავრდებული დანაშაულის არცერთ ეპიზოდს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

 

შეიცვლება, თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც წამების საქმეს სააპელაციო სასამართლოს სამ კაციანი კოლეგია განიხილავს.

გაზიარება203

დაკავშირებული -პოსტები

მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი და რეკორდსმენია

by მეგა TV
ოქტომბერი 18, 2026
0
მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი და რეკორდსმენია
მთავარი

მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი და რეკორდსმენია! ძალოსანმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა! ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.)...

დაწვრილებითDetails

საუბარი იყო რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობსი სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, საუბარი იყო, რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით. მთავრობის მეთაურის ცნობითვე, ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენებზე ივანიშვილმა თავისი შეხედულებები გააცნო გუნდის...

დაწვრილებითDetails

ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო, მეორე მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – ტრაგედია ბათუმში

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო, მეორე მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – ტრაგედია ბათუმში
მთავარი

ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. გარდაცვლილი არჩილ მაკარიძეა. როგორც ახლობლები ამბობენ, არჩილ მაკარიძე სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემოციურად...

დაწვრილებითDetails

მტკვარში კაცს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, წუხელ ღამით, 40 წლამდე კაცი ქალაქის ცენტრალური ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ადგილზე მალევე მივიდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
“„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის”-„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
მთავარი

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს სხდომას არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ უმრავლესობის სხდომაც გაიმართება. პარალელურად "ქართული ოცნების"...

დაწვრილებითDetails

საქართველო 11 158-მა ბავშვმა და 20-30 წლამდე ასაკის 31 828-მა პირმა დატოვა – საქსტატი

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
3 თვეში გერმანიიდან უკან 696 ადამიანი დააბრუნეს-როგორია სტატისტიკა
მთავარი

გასულ წელს 0-დან 15 წლამდე ასაკის 11 158-მა ბავშვმა დატოვა საქართველო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, მათგან 6 105 ბიჭია, ხოლო 5 053 - გოგო....

დაწვრილებითDetails

რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ დევნილმა ოჯახებმა ფულადი კომპენსაციის მისაღებად?

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
მთავარი

დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 12 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

„ჯარიმა 2000 ლარი…”- მნიშვნელოვანი ინფორმაცია

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურა, შესაბამისი ჯარიმის გასაჩივრების პერიოდში საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის დაკისრებული სანქციის აღსრულება აღარ შეუჩერდება. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან...

დაწვრილებითDetails

გვიან ღამით ჭამა ღვიძლის დაავადების რისკს ზრდის – ახალი კვლევა

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
გვიან ღამით ჭამა ღვიძლის დაავადების რისკს ზრდის – ახალი კვლევა
მთავარი

აშშ-ის ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის (OHSU) მკვლევართა ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ გვიან ღამით კვებასა და ღვიძლის ორ დაავადებას შორის კავშირი გამოავლინა. რა აჩვენა კვლევამ? მკვლევრებმა სამი დიდი, ხანგრძლივი კვლევის მონაცემები...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც აშშ-ის „მწვანე ბარათის“ შევსება სურს

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც მწვანე ბარათის შევსება სურს
მთავარი

აშშ-ის ქალაქ სან-დიეგოში ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 2027 წლის „მწვანე ბარათის“ ლატარიის (Diversity Visa Lottery) რეგისტრაციის გახსნა დაავალა. გადაწყვეტილება 14 ოქტომბერს მიიღეს. აშშ-ის სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების თანახმად, DV-2027 (მწვანე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"