საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე მისი პოზიცია უცვლელია
“ჩემი პოზიცია უცვლელია, არა და არასოდეს! ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში 34-ე დღეა შიმშილობს.










