
კოვიდ პასპორტის საკითხს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და დაზუსტდება ვადები, როდის შემოვა ძალაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, სამინისტროში კლინიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. არსებული მოდელით კოვიდ პასპორტი გამოიყენება იქ, სადაც საქმე ეხება გართობის ღონისძიებებს, ასევე სარესტორნო ბიზნესს, სასტუმროების უსაფრთხოებას, მაგრამ კოვიდ პასპორტი ბევრ ქვეყანაში არ გამოიყენება ბაზისური საჭიროებების შემთხვევაში, მაგალითად, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში“, – განაცხადა გაბუნიამ.










