
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს გლაზგოში კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტზე არდასწრების გამო აკრიტიკებს. „ეს გლობალური მნიშვნელობის საკითხია და ისინი არ გამოცხადდნენ. როგორ შეიძლება ლიდერობაზე პრეტენზია გქონდეს? გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი შეცდომა იყო, რომ ჩინეთი არ გამოცხადდა. დანარჩენმა მსოფლიომ ჩინეთს შეხედა და თქვა: „რა ღირებულებას გვთავაზობენ ისინი?“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. 1-ელ ნოემბერს, შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, კლიმატთან დაკავშირებული სამიტი (COP26) გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.










