
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სასამართლომ ყოფილ მეუღლეებს ძაღლზე საერთო მზრუნველობა დააკისრა. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ორივე მეუღლე თანაბარ პასუხისმგებლობას ატარებს და თანაბრად ზრუნავს ოთხფეხა მეგობარზე. შესაბამისად, ისინი არა ძაღლის თანამესაკუთრეები, არამედ თანამეურვეები გახდნენ. ესპანეთში მზადდება კანონპროექტი, რომელიც შინაურ ცხოველებს ოფიციალურად აღიარებს არა საკუთრებად, არამედ ცოცხალ არსებებად. ეს საშუალებას მისცემს მეუღლეებს, დაშორების შემდეგ შინაურ ცხოველებზე საერთო მეურვეობა მოითხოვონ.










