
„მაკდონალდსის“ „მაკდრაივის“ თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლებენ. ამის შესახებ თავად კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპცვინსკიმ განაცხადა.
„ჩემს გონებაში IBM მაკდონალდსისთვის საუკეთესო პარტნიორია, მათ ხელოვნურ ინტელექტთან და ხმის ამომცნობ სისტემებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ“,
– ამბობს ნოვატორი დირქტორი.კომპანია ახალ პროექტზე უკვე იწყებს მუშაობას. სარესტორნო ქსელს სურს, რომ „მაკდრაივზე“ მომუშავე პერსონალი სრულად ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლოს, ამისთვის კომპანია IBM-თან ითანამშრომლებს.










