კოალიციური მთავრობის ვიცე-მერობის კანდიდატი იმედა კლდიაშვილი თავისუფალია- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “ნაციოანლური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია წერს
როგორც ცნობილი ხდება, იმედა კლდიაშვილს 2000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. ცნობისთვის
ქუთაისში გირჩი თავისუფლების წარმომადგენელი იმედა კლდიაშვილი, რომელმაც დაუმორჩილებლობის აქციის ფარგლებში სუსის შენობასთან საკუთარი ავტომობილი დააპარკინგა, ,,ლაივში” დააკავეს.
,,ლაივ ჩართვის” დროს იმედა კლდიაშვილმა ისაუბრა იმ გარემოების შესახებ , რომელიც არჩევნებზე კარუსელის გამოაშკარავების ფაქტს ეხება.
მისი თქმით, კომისიის წევრი, რომელმაც ქუთაისში არჩევნებში აღნიშნული დარღვევის შესახებ საჯაროდ ისაუბრა, მოგვიანებით გააჩუმეს და იგი ევრკავშირის დამკვირვებლებთან სასაუბროდ არ გაუშვეს.
სავარაუდოს – ,,გინდა მეც მომკლან?” – მეუღლის ეს სიტყვები გახდა მასთან კომუნიკაციის გაწყვეტის საფუძველი.
იმედა კლდიაშვილმა ჩამოაყალიბა საკუთარი მოთხოვნები, რომლის ფარგლებშიც, სუსის შენობასთან დაუმორჩილებლობის აქცია გამართა.










