3 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგგან შესაძლოა აღინიშნოს მცირე ნალექი. ტემპერატურა +20, +21 გრადუსი იქნება.
4-დან 6 ნოემბრამდე კი ამინდი გაუარსდება. მოსალოდნელია წვიმა და ტემპერატურის შემცირება +15, +16 გრადუსამდე.
7 -8 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კი საშუალოდ +20 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოში 6 ნოემბრის ჩათვლით სინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა +21, +22 გრადუსი იქნება.
7-8 ნოემბერს კი დასავლეთში წვიმას ელოდებიან, ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის.
3 ნოემბერს თბილისში უნალექო ამინდია და +20 გრადუსი იქნება.
4-6 ნოემბერს კი ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა.
7-8 ნოემბერს დედაქალაქში გამოიდარებს, ტემპერატურა კი +20 გრადუსამდე გაიზრდება.
3 ნოემბერს ნალექს არ ელოდებიან მაღალ მთაში. ტემპერატურა +15, +16 გრადუსი იქნება.
4 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე კი მთიან რეგიონებში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსამდე შემცირდება.










