
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კლიმატის კრიზისი ადამიანის არსებობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.
„ეს ჩვენი კოლექტიური ცხოვრების გამოწვევაა. ეგზისტენციალური საფრთხეა ადამიანის არსებობისთვის“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილების საკითხზე გლაზგოში მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, დღეს კლიმატთან დაკავშირებული სამიტი (COP26) მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.










