
“ტორპედოს” გულშემატკივრების განცხადება:”
ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ჩხეტოს გაშვება, რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვითხრეს რო მას ენდობოდნენ და ამ სეზონში მისი დავალება გუნდის ეროვნული ლიგაში დარჩენა იყო, არარი ძნელი მისახვედრი თუ რის გამო გაუშვეს და ეს იყო ძან დიდი შეცდომა!!!
უახლოეს მომავალში ამ საკითხზე შევხვდებით ხელმძღვანელობას და მოვითხოვთ დეტალურად ახსნა განმარტებას…
განაწყენებულები ვართ იმაზე რო სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ჩვენ არავინ არაფერი გვითხრა, და კარგად უნდა იცოდეთ რო ამ გუნდში და ამ ქალაქში ასე არაფერი ხდება!!!
ეს არის ხალხის გუნდი და არა რომელიმე კერძო პირის!!! არ აქვს მნიშვნელობა ვის მოიყვანენ მწვრთნელად მაგრამ ეხლა რო “ტორპედო” გავარდეს არავინ გაპატიებთ იმედია ხვდებით ამას!!!
P.S როგორც კი შევხვდებით ხელმძღვანელობას და გავიგებთ დეტალირ ინფორმაციას ამ თემაზე აუცილებლად დავწერთ აქ და გაგაგებინებთ ყველაფერს.”










