LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებების საქმის გამოძიება დაიწყო

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2021/11/01-ში
A A
35
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროკურატურა ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გასულ მასალას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს გამოვეხმაუროთ 29 ოქტომბერს, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასულ მორიგ დეზინფორმაციას, სადაც მიზანმიმართულად დაამახინჯეს ფაქტები, რომელიც ეხება საქართველოს პროკურატურის მიერ გერმანელ კოლეგებთან ერთად ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას, რის შედეგადაც დაკავებულნი არიან ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები.

 

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია, ერთის მხრივ, საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაცია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა, ხოლო მეორეს მხრივ, წარმატებული სპეციალური ოპერაციის დაკნინების მცდელობა.

აქვე, ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ერთობლივად იგეგმებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და ისრაელის სახელმწიფოს სამართალდამცავი უწყებების აქტიური ჩართულობით და სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის – ევროჯასთის მხარდაჭერით.

19 ოქტომბერს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა დაკავების ღონისძიება და მასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად დაიწყო საქართველოსა და ისრაელში, რის შედეგადაც ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებული იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის რამოდენიმე ხელმძღვანელი პირი. ღონისძიების ჩატარებაში, ჩართული იყო 90-მდე ქართველი სამართალდამცავი, ასევე 20-მდე გერმანელი ოფიცერი და პროკურორი.

საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულია ყველა ის პირი, რომლის ბრალეულობაც ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეში იკვეთებოდა. საქმეზე კვლავ გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ჩატარებული სპეციალური ოპერაცია მაღალ დონეზე შეფასდა გერმანული მხარისა და ევროჯასთის მიერ.ე.წ. ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივი საქმიანობის, ამ საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენაში ჩართულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სატელევიზიო გადაცემაში ნახსენებ კომპანიას სს “მიდელ სის კაპიტალს” ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და საქმის მასალებში, მათ შორის, გერმანული მხარის მიერ მოწოდებულ მასალებში, დასახელებული კომპანია არც პირდაპირ და არც ირიბად არ ფიგურირებს.

რაც შეეხება გადაცემაში ნახსენებ შოთა შალელაშვილის ოჯახის წევრს – გარი შალონს, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სს “ქართუ ბანკის” მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება მიმდინარეობს ცალკეული ფიზიკური პირების მიერ, განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით. 

საქმეზე საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დაყადაღებულია ათეულობით მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს პროკურატურა კოორდინაციაშია და აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ უწყებებთან.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ღონისძიებაში ჩართულმა გერმანელმა სამართალდამცველებმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ და ევროჯასთმა (სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელი) ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების სპეციალური ოპერაცია წარმატებულად შეაფასეს და საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს, მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია “მთავარმა” მოგონილი და არარსებული ინფორმაცია გაავრცელა, რაც კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმატებული სპეციალური ოპერაციის დაკნინების მცდელობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

საუბარი იყო რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობსი სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, საუბარი იყო, რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით. მთავრობის მეთაურის ცნობითვე, ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენებზე ივანიშვილმა თავისი შეხედულებები გააცნო გუნდის...

დაწვრილებითDetails

ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო, მეორე მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – ტრაგედია ბათუმში

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო, მეორე მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – ტრაგედია ბათუმში
მთავარი

ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. გარდაცვლილი არჩილ მაკარიძეა. როგორც ახლობლები ამბობენ, არჩილ მაკარიძე სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემოციურად...

დაწვრილებითDetails

მტკვარში კაცს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, წუხელ ღამით, 40 წლამდე კაცი ქალაქის ცენტრალური ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ადგილზე მალევე მივიდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
“„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის”-„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
მთავარი

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს სხდომას არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ უმრავლესობის სხდომაც გაიმართება. პარალელურად "ქართული ოცნების"...

დაწვრილებითDetails

საქართველო 11 158-მა ბავშვმა და 20-30 წლამდე ასაკის 31 828-მა პირმა დატოვა – საქსტატი

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
3 თვეში გერმანიიდან უკან 696 ადამიანი დააბრუნეს-როგორია სტატისტიკა
მთავარი

გასულ წელს 0-დან 15 წლამდე ასაკის 11 158-მა ბავშვმა დატოვა საქართველო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, მათგან 6 105 ბიჭია, ხოლო 5 053 - გოგო....

დაწვრილებითDetails

რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ დევნილმა ოჯახებმა ფულადი კომპენსაციის მისაღებად?

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
მთავარი

დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 12 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

„ჯარიმა 2000 ლარი…”- მნიშვნელოვანი ინფორმაცია

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურა, შესაბამისი ჯარიმის გასაჩივრების პერიოდში საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის დაკისრებული სანქციის აღსრულება აღარ შეუჩერდება. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან...

დაწვრილებითDetails

გვიან ღამით ჭამა ღვიძლის დაავადების რისკს ზრდის – ახალი კვლევა

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
გვიან ღამით ჭამა ღვიძლის დაავადების რისკს ზრდის – ახალი კვლევა
მთავარი

აშშ-ის ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის (OHSU) მკვლევართა ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ გვიან ღამით კვებასა და ღვიძლის ორ დაავადებას შორის კავშირი გამოავლინა. რა აჩვენა კვლევამ? მკვლევრებმა სამი დიდი, ხანგრძლივი კვლევის მონაცემები...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც აშშ-ის „მწვანე ბარათის“ შევსება სურს

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც მწვანე ბარათის შევსება სურს
მთავარი

აშშ-ის ქალაქ სან-დიეგოში ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 2027 წლის „მწვანე ბარათის“ ლატარიის (Diversity Visa Lottery) რეგისტრაციის გახსნა დაავალა. გადაწყვეტილება 14 ოქტომბერს მიიღეს. აშშ-ის სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების თანახმად, DV-2027 (მწვანე...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა – დეტალები
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციას აცხადებს მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთარში ჩატარდება. ცენტრის ცნობით, რეგისტრაციის გავლა მასწავლებლებს ვებგვერდზე online.naec.ge 20 ოქტომბრის 10:00 საათიდან 30 ოქტომბრის 18:00...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"