ქუთაისში 124-ვე საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა.
124 საარჩევნო უბნიდან 2 სპეცუბანია, ერთი მდებარეობს #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ერთი კი კოვიდინფიცირებულ პირებს, გადასატანი ყუთის საშუალებით მოემსახურება.
ქალაქში რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.
ქუთაისის მერობისთვის “ქართული ოცნებიდან” იოსებ ხახალეიშვილი და “ნაციონალური მოძრაობიდან” ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი, ხატია დეკანოიძე იბრძვის.
ქუთაისში მეორე ტური გარდაუვალი გახდა მას შემდეგ, რაც ვერცერთმა კანდიდატმა 50 პროცენტიანი ზღვარი ვერ გადალახა.










