
გერმანული სტარტაპი Volocopter იაპონიაში მფრინავი ტაქსის გაშვებას გეგმავს. კომპანიის გეგმის მიხედვით, ქვეყანაში პირველი სატესტო ფრენები 2023 წლიდან უნდა დაიწყოს. გარდა იაპონიისა უახლოესი 3 წლის განმავლობაში მფრინავი ტაქსები სინგაპურის, სხვა აზიური ქვეყნების და ევროპის თავზეც უნდა გამოჩნდეს. 2030 წლისთვის კი სამგზავრო დრონებს, სატვირთოებიც დაემატება. მფრინავი ტაქსი volocity წარმოადგენს ორადგილიან საფრენ აპარატს, რომლის ფრენის მასშტაბიც 35 კილომეტრს შეადგენს. მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ-ია. Volocopter შექმნის სპეციალურ აეროპორტებსაც, რომელიც ახალი ტიპის ტრანსპორტისთვის იქნება გათვლილი.










