LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უკვე დახრჯული 7.5 მილიონი და ჯერ კიდევ გადათხრილი ქუჩები ქუთაისში

უკვე დახრჯული 7.5 მილიონი და ჯერ კიდევ გადათხრილი ქუჩები ქუთაისში

დაპოსტა 2021/10/27-ში
A A
139
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში სამი ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 7.5 მილიონი ლარი უკვე დაიხჯეს. საქმე თვეების წინ უნდა დაესრულებინათ, თუმცა ქუთაისი კვლავ გადათხრილია – ამის შესახებ ინფორმაციას ,,მფლანგველი დეტექტორი” აქვეყნებს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე ქუთაისის მერიამ შპს გზამშენი XXI-სთან 1.2 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, სამუშაოები კი 2021 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ დასრულებულა;

 

აგრეთვე ქუთაისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს ბლექ სი გრუპს თითქმის 7 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა და სამუშაოების დასრულების ვადა 4-ჯერ გადაუწია, თუმცა რეაბილიტაცია ისევ არ დასრულებულა.

 

იგივე გამეორდა აღმაშენებლის გამზირის შემთხვევაშიც, რომლის რეაბილიტაცია 2021 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო და ამისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სს “აკკორდი ჯორჯიას” 1.2 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა, თუმცა ვალდებულება არ შესრულდა, ხელშეკრულება გაწყდა და გამზირის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა.

 

შპს გზამშენი XXI-ის ერთ-ერთი მეწილე ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი და ქუთაისის ტორპედოს მოქმედი დირექტორია, შპს “ბლექ სი გრუპის” ერთ-ერთი მეწილე კი დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია, ხოლო ამ კომპანიის დირექტორის ოჯახის წევრებმა ქართულ ოცნებას ჯამში 100,000 ლარი შესწირეს;

უკვე თვეებია ქუთაისის მოსახლეობას უსასრულოდ გადათხრილი ქუჩები დიდ დისკომორტს უქმნის და ქალაქში გადაადგილებას მნიშვნელოვნად ართულებს. რეაბილიტაციის ვადაგადაცილებულ და დაუსრულებულ ქუჩებს მიეკუთვნება ფოთის, აღმაშენებლის და წერეთლის ქუჩები. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციას ქუთაისის მერია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებენ.

 

ფოთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი ქუთაისის მერიამ 2021 წლის იანვარში გამოაცხადა. ტენდერში გაიმარჯვა შპს გზამშენი XXI-მა, რომელთანაც 1,220,000-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა და სამუშოების დასრულების ვადად 2021 წლის 22 ივნისი განისაზღვრა. ამის შემდეგ ხელშეკრულებაში ცვლილება სამჯერ შევიდა, რის შედეგადაც სამუშაოების დასრულების ვადამ ჯერ 22 აგვისტომდე, შემდეგ 10 ოქტომბრამდე, ხოლო ბოლოს 29 ოქტომბრამდე გადაიწია.

 

აღსანიშნავია, რომ შპს გზამშენი XXI-მა აღნიშნული ტენდერი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო. ამ კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელი კი თეიმურად ჩეჩელაშვილია, რომელიც 2017-19 წლებში ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი იყო, ხოლო 2019 წლიდან დღემდე ქუთაისის ტორპედოს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.

 

წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2020 წლის ივლისში გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც კომპანია “ბლექ სი გრუპმა” გაიმარჯვა და მასთან 2020 წლის 14 აგვისტოს 6,940,484 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. სამუშაოები 7 თვეში, ე.ი 2021 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო. თუმცა სამუშაოების დასრულების ვადამ 4-ჯერ გადაიწია. კომპანიას ის ჯერ 2021 წლის 30 ივნისს უნდა დაესრულებინა, შემდგომ 30 აგვისტოს, მესამე ცვლილების თანახმად 2021 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო უკანასკნელი ცვლილების თანახმად 2021 წლის 30 ნოემბრამდე განისაზღვრა სამუშაოების დასრულების ვადა.

 

რაც შეეხება “ბლექ სი გრუპს”, კომპანიამ 2011-2020 წლებში 489,994,921 ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 84,310,547 ლარი ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვების გზით; 2015-2018 წლებში კომპანიის შემოსავლების 80%-მდე მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხა იყო.

 

კომპანია ბლექ სი გრუპის დამფუძნებლები არიან ამირან მამუჭაძე და გიორგი კალანდაძე. ამირან მამუჭაძე არის ასევე ამ კომპანიის დირექტორი. ხოლო კომპანიის წილის მფლობელები არიან შპს ბლექ სი როუდი და გიორგი კალანდაძე. გიორგი კალანდაძე დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია. გიორგი კალანდაძე კომპანია “შპს ძველი დედაქალაქის” 90%-იანი წილის მფლობელია, ბექა ოდიშარია კი 10%-ის. დეპუტატი ბექა ოდიშარია ქართული ოცნების შემომწირველია, მას ჯამში 100,000 ლარი აქვს შეწირული მმართველი პარტიისთვის.

 

რაც შეეხება, კომპანია ბლექ სი გრუპის დირექტორს, ამირან მამაუჭაძეს, ის ირიბად არის დაკავშირებული პარტია ქართულ ოცნებასთან. ამირან მამუჭაძის ოჯახის წევრები (ძმა და მამა) მმართველი პატიის შემომწირველები არიან. ამირან მამუჭაძის ძმა ნუგზარ მამუჭაძე კომპანია ბლექს სი გრუპის 75% წილის მფლობელი ბლექ სი როუდის ყოფილი პარტნიორია. მან 2016 წლის 26 დეკემბერს 50,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას. ქართული ოცნების შემომწირველია ასევე გურამ მამუჭაძეც, ამირან და ნუგზარ მამუჭაძეების მამა. გურამ მამუჭაძემ უკვე ერთი დღის შემდეგ, 2016 წლის 27 დეკემბერს 50,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას. ამირან მამუჭაძის ოჯახის წევრებმა ჯამში 100,000 ლარი შეწირეს პარტია ქართულ ოცნებას.” – წერს მფლანგველი დეტექტორი.

 

ვიდეომეთვალყურეობის სისტემა

 

გაზიარება56

დაკავშირებული -პოსტები

15 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში...

დაწვრილებითDetails

შეჯახებისას ორივე მანქანა ხევში გადავარდა – ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელსაც რთველში მყოფი მუშათა ბრიგადა გადაჰყავდა.   შეჯახების შედეგად, ორივე ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაშავებულები...

დაწვრილებითDetails

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს შესაძლოა მოულოდნელი სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. სამსახურში ინიციატივის გამოჩენა სასარგებლო იქნება. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს....

დაწვრილებითDetails

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
მთავარი

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მეგობრებო ნათია ვიპოვეთ!!! 24 საათის შემდეგ! მადლობა თანადგომისთვის ყველას“, - წერს მეგობარი სოციალურ ქსელში. დღეს...

დაწვრილებითDetails

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განიხილავს, თუ ის უკრაინის დახმარების დაბლოკვას გააგრძელებს
მთავარი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. გამომსვლელთა სიას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა”, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის ოქტომბრის ბოლომდე ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი შესაძლებლობები ელის. იღბალი მათ მხარეს იქნება, ვინც სიახლეების მიღებას არ შეუშინდება და ხელსაყრელი შანსების გამოყენებას დროულად შეძლებს. თვის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
მთავარი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5989 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9074 ლარია. აღნიშნული კურსი 15 ოქტომბრის 17:00 საათამდე შენარჩუნდება.

დაწვრილებითDetails

ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ სადმე შეგხვდათ და ნახეთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე 557490450 მაკა...

დაწვრილებითDetails

“ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში” – ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია, არჩევანის თავისუფლება დიდი ხანია წართმეულია - ამას ჰქვია დიქტატურა და არა ამ დიქტატურაზე უბრალოდ კანონის მიღებას, - ამის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში, კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა – სახლში მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა. დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"