
სოფელ ლაჰილში ცხოვრობდა შარგიანების ოჯახი, რომლებსაც ჰყოლიათ ორი რძალი, ჩვილი ბავშვებით. ერთხელ რძლები სახლიდან შორს მინდორში საფარცხად წასულან. თან ჩვილებიც წაუყვანიათ აკვნებით. შუადღისას უფროს რძალს უთქვამს უმცროსისთვის: შენ სახლში წადი და საშინაო საქმეები გააკეთე და ბავშვებს საღამოს სახლში მე შემოვიყვანო. შებინდებისას დაბრუნდა შინ უფროსი რძალი თავისი შვილით და უმცროსი რძლის ჩვილი დატოვა ტყეში. ტირილით გავარდა გამწარებული დედა სოფლიდან ძალიან დაშორებულ ადგილას თან ტყე უნდა გაევლო.
უცებ ტყიდან სასიამოვნო სიმღერის ხმა გაუგონია შორიდან დაუნახავს ლამპარივით განათებული ადგილი, აკვანთან დალი იჯდა და ჩვილს ნანას უმღეროდა:
ნანილა სულას, ნანილა გულას,
(ნანა სულო, ნანა გულო,)
ისგუ კამრაი დეცე კამრაი.
(შენი კამარა ცის კამარა.)
ისგუ სახლათ, ოქვრა სახლათ,
(შენი არტახები ოქროს არტახები,)
ისგუ აკვან უჟუნშ გვეში,
(შენი აკვანი ძილით სავსე)
ისგუ დედა გვეში დუდუს აჯჴიდე,
(დედა სავსე ძუძუს მოგიტანს)
ნანილა სულას, ნანილა გულას.
(ნანა სულო, ნანა სულო.)
ქალი ახლოს, რომ მისულა დალი გამქრალა აკვანი ოქროდ გადაქცეულიყო, ხოლო ბავშვს გაცისკროვნებული სახით ეძინა. შურიანმა უფროსმა რძალმა, მეორე დღეს თვითონაც დატოვა თავისი ჩვილი იმ ადგილას, დალმა ბავშვი გაიტაცა და აკვანში ქვები ჩაალაგა., ასე დასაჯა დალმა შურიანი რძალი. წყარო _ქართული წარმართობა









