მიტროსანი დეკანოზი გიორგი შალამბერიძე, ქუთაისში, წმინდა მეფეთა ბაგრატ მესამისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის გალავანში დაკრძალეს. მღვდელმსახურის დაკრძალვამდე ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ახლადშესვენებულის სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა, მანამდე კი სასულიერო პირებმა მას წესი აუგეს.
ერში მალხაზ შალამბერიძე, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში სწავლობდა, იმ დროისთვის ერთადერთ, მცხეთის სასულიერო სემინარიაში, როდესაც მათი პიროვნებით კომუნისტური ხელისუფლება ინტერესდებოდა. სწორედ ათეისტურ პერიოდში, ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა (შემდგომშ მიტროპოლიტი) კალისტრატემ აკურთხა ჯერ დიაკვნად მეორე დღეს კი მღვდლად და გიორგი უწოდა. მის სახელს უკავშირდება ქვემო სვანეთში, (მაშინ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში შედიოდა) წლობით მიტოვებულ ტაძრებში წირვა-ლოცვის აღვლენა, როცა ადამიანთა გარკვეულმა რაოდენობამ პირჯვრის გადაწერაც არ იცოდა. 1989 წელს, როცა ხარების სახელობის ტაძარი მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოეცა, მთავარეპისკოპოსმა (შემდგომში მიტროპოლიტი) მეუფე კალისტრატემ პირველ წინამძღვარდ მამა გიორგი დანიშნა. დეკანოზი გიორგი აქტიურად ხელმძღვანელობდა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მშენებარე ტაძრის სამუშაოებს, რომლის წინამძღვრადაც 2019 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დეკანოზი გიორგი დაადგინა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ, მიტროსანი დეკანოზი გიორგი შალამბერიძე, მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა
ფოტო და ვიდეო მასალა facebook გვერდებიდან









