29 ოქტომბერს შირანი ახალი ალბომის გამოშვებას გეგმავს და პრემიერამდე არაერთი კონცერტის ჩატარებას აპირებდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ არტისტს კოვიდი აქვს და ამიტომ უახლოესი კვირების განმავლობაში მან ყველა მოსალოდნელი ღონისძიება გადადო. ინფორმაცია მუსიკოსმა „ინსტაგრამზე“ გავრცელა.
„მეგობრებო, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, კოვიდდადებითი ვარ და შესაბამისად იზოლაციაში გადავდივარ, ყველა მოსალოდნელ ღონისძიებას ვაუქმებ“, – წერს ვარსკვლავი.