კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 245 მილიონს უახლოვდება. 8 ნოემბრიდან შეერთებული შტატები მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს. ჯო ბაიდენის ბრძანებით, ამერიკაში უცხო ქვეყნის მხოლოდ სრულად ვაქცინირებული და კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის მქონე მოქალაქეები დაიშვებიან, 18 წლამდე პირებს კი კოვიდტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში შესასვლელად პირი ჯანმოსა და ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინით უნდა იყოს აცრილი.
პარალელურად, ბუსტერ დოზისთვის Moderna-ს ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა ევროპის მარეგულირებელმა.
სოციალურ დისტანციაზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა ტოკიოში. რთული ვითარებაა რუსეთში, სადაც გასულ დღე-ღამშეი COVID-19-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი რაოდენობა 38 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა.