ქართველებისთვის ცისარტყელას ფერები სოფლის მეურნეობის დარგებს შეესაბამება. თუ წითელი უფრო ჩანს, ღვინის მოსავალი იქნება უკეთესი, თუ ყვითელი – სიმინდის,მწვანე – ფეტვის.
ცისარტყელას ფერებს განმარტავს: წითელი აღნიშნავს სისხლს, ნარინჯისფერი – ღვინოს, ყვითელი – ხორბლის მოსავალს, მწვანე – ბალახეულს, ცისფერი – მშრალ ამინდს, დარს, ლურჯი – მშვიდობას, იისფერი კი – ომს.
ამბობენ, ცისარტყელას ბოლოებში ჩაფლულია განძი. ვინც მის ბოლოს მიადგება, განძიც მას დარჩება.
თუ ცისარტყელა აღმოსავლეთითაა, ის კარგი ამინდის საწინდარია, დასავლეთის ცისარტყელამ კი გაბმული წვიმები იცის. აღმოსავლეთით რამდენიმე ცისარტყელა ერთად გვალვის ნიშანია. თუ ცისარტყელას ვიღაცის ეზოში აქვს ბოლო ან ვიღაცის სახლს მოექცევა თავზე, იმ ოჯახს უბედურება ეწვევა.წყარო_ქართული წარმართობა