
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი წინააღმდეგობებს არ ნებდება და საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის. ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურმა პლატფორმებმა “ტვიტერმა”, “ფეისბუქმა” და
“იუთუბმა” მისი ანგარიშები დაბლოკა. სოციალური ქსელების წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მიიღეს, რადგან ტრამპის მიერ ატვირთული მასალები ძალადობის წახალისებად და მოწოდებად მიიჩნიეს.










