გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ II-მ ღამე საავადმყოფოში გაატარა. BBC-ს ინფორმაციით, ის ამ დროისთვის უკვე ვინძორის სასახლეში იმყოფება.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლის თქმით, 95 წლის მონარქი კარგ გუნებაზეა, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიაში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც ოთხშაბათს უნდა შემდგარიყო, ჯერ კიდევ გაუქმებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ელისაბედ მეორეს ექიმებმა რამდენიმე დღით დასვენება და საჯარო ღონისძიებების გაუქმება ურჩიეს. BBC-ს ცნობით, დედოფლის ავადმყოფობა კორონავირუსთან კავშირში არ არის.










