LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რომელმა რეგიონულმა ტელევიზიამ მიიღო ყველაზე მეტი საბიუჯეტო თანხა

რომელმა რეგიონულმა ტელევიზიამ მიიღო ყველაზე მეტი საბიუჯეტო თანხა

დაპოსტა 2019/10/18-ში
A A
181
ნახვა
გაზიარება

რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით რეგიონულ მაუწყებლებს შორის 2018 წელს ყველაზე დიდი საბიუჯეტო თანხა 218 597 ლარი, კვლავ ქვემო ქართლის ტელევიზიამ მიიღო, მედიის განვითარების ფონდმა ახალი ანგარიში “მედიის ფინანსური გამჭვირვალობა-2018” გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად რეგიონებს შორის  საბიუჯეტო თანხების ყველაზე დიდი თანხების მიმღებთა სამეულში ტელეკომპანია “რიონი” 120 062 ლარით მეორე ადგილზეა,  მესამე ადგილს კი “მარნეული TV” –  71 765 ლარით იკავებს. მათ მოსდევენ  „გურჯაანი“ – 68 029 ლარი, “იმერვიზია” – 60 543 ლარი, „ფარვანა“ – 50 000 ლარი; „ბოლნელი“ – 27 055 ლარი, „მეცხრე ტალღა“ – 26 700 ლარი, ,,თრიალეთი”- 20 480 ლარი. სხვა ტელევიზიებმა კი, რომელთა შემოსავალი 20 000 ლარზე ნაკლები იყო, ჯამში 130 946 ლარის სარეკლამო მომსახურება მიიღეს. სხვა ტელევიზიებში გაერთიანებულია 18 რეგიონული ტელევიზია, ესენია  “ოდიში”, „არგო”, ეგრისი“, ,,ტვ 25”, ,,ატვ 12”, „კოლხეთი 89“, ,, მეგა ტვ”, ,,დია”,,,აჭარის ტელევიზია”, ,,ბორჯომი”, ,,ზარი”, ,,მეცხრე არხი”, ,,გურია ტვ”, ,,ჯიხა”, ,,თანამგზავრი”, ,,ტოკ ტვ”, ,,ლტვ”, ,,იალონი ტვ”.

ანგარიშში ვკიხულობთ რომ შესყიდვების სააგენტოს ბაზაში ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, 2018 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ტელევიზიებთან 4 293 288 ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს. მათი დიდი ნაწილი 3 433 661 ლარი ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე მოდის, 859 627ლარი კი – რეგიონულ მაუწყებლებზე.

2018 წელს რეგიონულ ტელევიზიებთან ერთიანი ხელშეკრულებები (ერთდროულად რამდენიმე
კომპანია) ,,მაუწყებელთა ალიანსმა” გააფორმა, რისმა ჯამურმა ღირებულებამ 65 450 ლარი
შეადგინა. მაუწყებელთა ალიანსმა სსიპ “აწარმოე საქართველოსა” ( 26 450 ლარი) და
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან (39 000 ლარი) გაფორმებული
კონტრაქტების საფუძველზე რეკლამა სხვადასხვა რეგიონულ არხებზე განათავსა.

საერთო ჯამში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების თანახმად, 2018 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედია საშუალებებთან 6 591 207 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გააფორმეს. აღნიშნული თანხის 52.1% (3 433 661) ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე მოდის; 23.4 % (1 543 093 ) – ონლაინ მედიაზე, 13% (859 627) – რეგიონულ ტელევიზიებზე, 6.6 % – ბეჭდვურ მედიაზე (432 199), 2.8% (181 335) – რადიოზე; 2.1 % (140 978) კი – შერეულ კონტრაქტებზე გადანაწილდა, რომლებიც ერთდროულად სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებს მოიცავს. ვინაიდან გარკვეული კონტრაქტების საფუძველზე შეუძლებელია იდენტიფიცირება, კონკრეტულად რომელი ტიპის მედიას გადაერიცხა თანხა, ჩვენ ეს მონაცემი ცალკე კატეგორიად “შერეულ კონტრაქტებად” გამოვყავით.

მედიის განვითარების ფონდი ყოველწლიურად გამოსცემს ანგარიშს, რომელიც ფინანსურ მედია გარემოს – მედიის დაფინანსების წყაროებს, მათ შორის ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის მიმოიხილავს.

 

 

თეგები: ბოლნელიგურჯაანიდაფინანსებაიმერვიზიაკვლევამედიარეგიონული მედიარიონისახელმწიფო ბიუჯეტიფარვანაქვემო ქართლი
გაზიარება105

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების ვინაობა

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ცნობილია ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების ვინაობა
მთავარი

ავარიას ქუთაისში მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი ემსხვერპლნენ. ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარე რიონში გადავარდა. შემთხვევა მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა.

დაწვრილებითDetails

მდინარე რიონში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა
მთავარი

"მეგა tv" -ის ინფორმაციით ქუთაისში, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობი ამოიყვანეს. როგორც მეგა tv-ს წყარო უყვება ახალგაზრდა მამაკაცები გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევა რიონჰესის საგუბარის მიმდებარედ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

” ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის უნციის ღირებულება 3 909 დოლარია. ერთი დღის განმავლობაში ძვირფასი ლითონის ფასმა 1.27%-ით იკლო. რაც შეეხება ვერცხლს, უნცია 49.05 დოლარი ღირს. ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა
მთავარი

ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა. ,,მეგა ტვ"-ს ინფორმაციით ავტომობილში 2 ახალაგაზრდა იმყოფებოდა, სავარაუდოდ, 18-20 წლის ბიჭები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწარფო დახმარებისა და სამაშველო...

დაწვრილებითDetails

სკოლაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ფაქსტს შსს ადასტურებს

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. "პირველების" ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულში ერთი სკოლის რამდენიმე მოსწვალე ფიგურირებს - ერთ შემთხევვაში მეოთხე კლასელზე სავარუდო...

დაწვრილებითDetails

“აგენტურა პატრონებთან მიდის რჩევების მისაღებად, როგორ შეიძლება რომ გადაარჩინონ” – ირაკლი ზარქუა ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრაზე

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
პრეზიდენტის ძმა ახალი ფენომენია ჩვენს პოლიტიკაში – ირაკლი ზარქუა
მთავარი

აგენტურას მორიგი მცდელობა აქვს, რომ თავიანთ პატრონებს შესჩივლონ, აბა, რა ვქნათო - მორიგ ჯერზე რაღაც გიჟობებს მოიფიქრებენ, რომელიც იქნება საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის...

დაწვრილებითDetails

ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სარჩელი ტელეკომპანიების „ტვ პირველი“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიების სიუჟეტებში...

დაწვრილებითDetails

„არასრულწლოვანს ძალადობის მუქარით მოწყალებას და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ”- შსს

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. შსს-ს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"