“თავისუფლება მიშას” – რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის თანამოაზრეების აქცია დაიწყო.
ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და მხარდამჭერები ერთი მოთხოვნით იკრიბებიან, – გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.









