LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, უკრაინაში საქართველოს ელჩი თბილისში გამოიძახა

რომელ ქვეყნებში ჰყავს საქართველოს ახალი ელჩები

დაპოსტა 2021/10/04-ში
A A
47
ნახვა
გაზიარება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხ ქვეყანაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს.

 

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით სოლომონია დაინიშნა. 2017-2021 წლებში, დავით სოლომონია ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ.

 

დავით სოლომონია დიპლომატიურ სამსახურში 1995 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობს.2014-2017 წლებში, დავით სოლომონია საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2006-2013 წლებში გახლდათ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოში და ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2003-2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნო დეპარტამენტის დირექტორი, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 1999 -2003 წლებში იგი იკავებდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში პირველი მდივნის თანამდებობას. 1998 წელს საქმიანობდა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. 1998-1999 წლებში საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

2019 წელს, დავით სოლომონიას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

 

პოლონეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზურაბ ბერიძე დაინიშნა. ზურაბ ბერიძესაქართველოს დიპლომატიურ სამსახურში 1991 წლიდან სხვადსხვა პოზიციაზე საქმიანობს. მათ შორის 2014-2018 წწ გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, 2004-2008 წწ-ში კი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში. ზურაბ ბერიძე 2018 წლიდან დღემდე გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნოს უფროსი, მანამდე კი სხვადასხვა წლებში იკავებდა შემდეგ პოზიციებს, კერძოდ 2000-2004 წწ მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი, სუამი-ს ეროვნული კოორდნატორი, 2000 წელს პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 1997-2000 წწ-ში საქმიანობდა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროში, 1992-1997 წწ გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, 1991-1992 წწ-ში კი სხვადასხვა დროს საქმიანობდა აშშ-ს, ევროპის და სამინისტროს ანალიზის სამმართველოებში. აღსანიშნავია, რომ ზურაბ ბერიძე ბულგარეთის პრეზიდენტის მიერ 2018 წელს დაჯილდოვებულია ბულგარეთის „მადარის ცხენოსნის“ პირველი ხარისხის ორდენით. 2006 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ზურაბ ბერიძე გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

 

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა, გიორგი ზაქარაშვილი 2019 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.

 

 

გიორგი ზაქარაშვილი დიპლომატიურ სამსახურში 2004 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა. 2016-2019 წლებში, იგი გახლდათ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, 2007-2011 წლებში კი უფროსი მრჩევლი. 2012-2016 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე საქმიანობდა. 2011-2012 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2007 წლებში საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტში, 2004-2007 წლებში კი რუსეთის დეპარტამენტში. სხვადასხვა დროს გიორგი ზაქარაშვილი საქმიანობდა პრეზიდენტთან არსებული დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ქ. თბილისის მერიაში.

 

2019 წელს, გიორგი ზაქარაშვილს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან გამოწვეული იქნა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან და იგი საქმიანობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს.

 

 

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა გაბუნია დაინიშნა. ზაზა გაბუნია 2017-2020 წწ-ში გახლდათ საქართველოსმე-9 მოწვევისპარლამენტისწევრი; რეგიონულიპოლიტიკისადათვითმმართველობისკომიტეტისთავმჯდომარე;შავიზღვისეკონომიკურითანამშრომლობისსაპარლამენტოასამბლეის (PABSEC), დელეგაციისხელმძღვანელისმოადგილე;2016-2017 წწ. – სახელმწიფოსაკონსტიტუციოკომისიისწევრი;2019 წ. – დეცენტრალიზაციისსტრატეგიის (2019-2025) განმხილველისაპარლამენტოსამუშაოჯგუფისთავმჯდომარე;2014-2016 წწ. – თბილისისმთავრობისწევრი; ნაძალადევისრაიონისგამგებელი.2013-2014 წწ. – თბილისისსაკრებულოსფრაქციისთავმჯდომარე.20102-13 წწ. – თბილისისსაკრებულოსადამიანისუფლებებისდაცვისკომისიისთავმჯდომარისმოადგილე.არისათობითსაგაზეთოდაინტერნეტპუბლიკაციის, წიგნისავტორი.

 

შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ხუცურაული დაინიშნა, იგი 2019 წლიდან დღემდე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩეველის პოზიციას იკავებდა. ირაკლი ხუცურაული დიპლომატიურ სამსახურში 2003 წლიდან საქმიანობს. 2004-2008 წლებში გახლდათ იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში და ქ. რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლობაში მრჩეველი, ხოლო 2008-2013 წლებში იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2003-დან 2008 წლამდე სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ხუცურაული იკავებდა საკონსულო დეპარტამენტში საკონსულო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსის და საკონსულო-სამართლებრივი სამმართველოს უფროსის თანამდებობებს. მას 2010 წელს მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.

გაზიარება19

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"