რადიკალური მოძრაობა “თალიბანი” “ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრებს დაესხა თავს, რომლებიც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მეჩეთის შესასვლელში მომხდარ აფეთქებასთან იყვნენ კავშირში. ინფორმაციას dpa ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ისინი ქაბულის ერთ-ერთ სახლში იმალებოდნენ.
“თალიბანის” განცხადებით, ნეიტრალიზებულია სამი ტერორისტი, რომლებმაც თავი თვითმკვლელების ქამრებით აიფეთქეს.










