,,წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ” – თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც TV იმედის წამყვანმა მიხეილ სააკაშვილის წერილი ნიკა მელიასადმი წაუკითხა. ექსპრეზიდენტმა ციხიდან ნიკა მელიას მიმართა და მეორე ტურში გადასვლა მიულოცა.
“მინდა მოგილოცო შენც და თბილისელ ამომრჩევლებსაც, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ, ამას არც მტერი და არც მოყვარე მოელოდა. ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია და ესაა ჩვენი საამაყო ქართული ყველა დიდი ქალაქი, აღარ უნდა მოვეშვათ 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და, პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ. განსაკუთრებული მილოცვა მამაშენს” – წერს სააკაშვილი.”










