ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სულ, არსებული 3743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3740-ში.
პარტიების ხმები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” – 46.56%
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”– 30.7%
გიორგი გახარია “საქართველოსთვის” – 7.79%
“ლელო” – 2.71%
“ევროპული საქართველო” –1.66%
“პატრიოტთა ალიანსი” – 1.46%
“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი” – 1.34%
“ლეიბორისტული პარტია” – 1.38%
“გირჩი – მეტი თავისუფლება” – 1.44%
“გირჩი” –0.85%
ანა დოლიძე “ხალხისთვის” – 0.6%
“მოქალაქეები” – 0.83%
“დროა” – 0.62%
“კანონი და სამართალი” – 0.02%