“მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონის დაბრუნებას ურჩევს.
“თეა წულუკიანი, მიკროფონი დააუბრუნე და ემას მიესალმე, ეემააას.
p.s თორემ პატრულს გამოვიძახებ. რა გგონია, დღეიდან უკვე დაგაპატიმრებს ძარცვაზე. ამიტომ დროზე ქენი” – წერს გვარამია.შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელმაც სენაკის რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე იმყოფებოდა, “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ახტაჯანა უწოდა.
25 ივლისს კი თეა წულუკიანმა თქვა, რომ “მთავარ არხს” მიკროფონს 3 ოქტომბერს დაუბრუნებდა, მას შემდეგ,რ აც არჩევნებში, მისი შეფაებით “მავნებლური” ძალა, “ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდებოდა.










