20 საათის მონაცემებით ქუთაისში ხმა 68 509-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 44, 53%-ია. მონაცემები 2017 თვითმართველობის არჩევნების ამ დროის აქტივობასთან შედარებით 9%-ით მეტია, 2020წლი საპარლამეტო არჩევნების ამ დროის მონაცებთან შედარებით კი 3%-ით ნაკლებია. 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ოლქში 29 საჩივარია ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათისაა.
ცნობისთვის ქუთაისში 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქის 59-ე ოლქში არჩევნებისთვის 124 უბანი გაიხსნა, აქედან ორი სპეცუბანი. სპეცუბნებიდან ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს, სადაც ხმის მიცემა მხოლოდ გადასატანი ყუთის საშუალებით მოხდება. კოვიდუბანზე 400 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქუთაისის 7 მაჟორიტარულ ოლქში 52 კანდიდატია დარეგისტრირებული, მათ შორის 14 ქალია. 5 კანდიდატი იბრძვის ქუთაისის მერობისთვის, აქედან ორი ქალია. ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობისთვის 19 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იბრძვის.










