თურქეთის პროვინცია ბინგოლში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებმა დაამონტაჟეს.
”დღეს, ბინგოლის პროვინციაში, ორი მუშა, რომლებიც ელექტროენერგიის მიწოდებაში ხარვეზის გამოსწორების მიზნით გაგზავნეს, დისტანციურად კონტროლირებადი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა, რომელიც სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის (PKK) წევრებმა გზაზე დაამონტაჟეს. ის ავტომობილის გავლისას აფეთქდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა რეგიონში “სეპარატისტული ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს”.










