,,რაც სევდა და ნაღველი მახსოვს ყველაფერი სიღარიბეს, ძალადობას, ომს და ჩემს ქვეყანას უკავშირდება..
ჩემს შვილს არასდროს ვუყვები ჩემს ბავშვობაზე, რადგან არ მინდა მისი შორეული სამშობლო მეხსიერებაში უბედურებად ახსოვდეს.
ყოველ შემოდგომას როცა არდადეგებიდან უკან ვბრუნდებით, ვამბობ, რომ მორჩა სახლს აქ ვიყიდი, აქ დავსახლდები და უკან არასდროს დავბრუნდები, გადის ერთი თვე და ისე მენატრება იქაურობა ადგილს ვეღარ ვპოულობ.
ადამიანივით მეცოდება ეს დატანჯული ქვეყანა, 90-იანების მერე აღარ მახსოვს ასეთი დაბეჩავებული, გაღატაკებული და ავად გამხდარი მენახოს საქართველო. 🙁
ეს “ბიძინობა” ხომ გამანადგურებელი იყო, ნებისმიერი თავმოყვარე მოქალაქის გათელვა და ამ მდიდრის იძულებით მონობას სჯობს ერთხელ მოვინდომოთ და გავ#₾₾ოთ სამუდამოდ ჩვენი ქვეყნიდან.”- წერს ხატია კირთაძე










