15:00საათის მონაცემებით ქუთაისში ხმა 44 452-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 28,89%-ია. მონაცემები 2017 თვითმართველობის არჩევნების ამ დროის აქტივობასთან შედარებით 5%-ით მეტია. 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ოლქში 14 საჩივარია შესული, ყველა პროცედურული ხასიათის. დარღვევებზეა დაწერილი. მისივე თქმით ერთი საჩივარი ეხება 124-ე უბანს, სადაც მდივანმა კომიის წევრების სახელები და გვარები წინასწარ შეიტანა ოქმში.
“მდივანმა კომიისი წევრების სახელელბი და გვარები წინასწარ შეიტანა ოქმში, ეს არის სერიოზული პროცედურული დარღვევა, მაგრამ არაფერი გვაქვს საერთო გაყალბებასთნა, რადგან ყუთის გახსნამდე შეუძლებელია რაიმე ტიპის მონაცემის ჩატანა, აღნიშნულ უბანზე არ დამთავრებული არჩევნები, შესაბამისად არც ყუთია გახსნილი და არც მონაცემები გვაქვს, უბრალოდ მან ჩათვალა რომ რაღაცას დააჩქარებდა და საქმეს გაიუმჯობესებდა.” – განაცხადა ლარინა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის ქუთაისში 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქის 59-ე ოლქში არჩევნებისთვის 124 უბანი გაიხსნა, აქედან ორი სპეცუბანი. სპეცუბნებიდან ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს, სადაც ხმის მიცემა მხოლოდ გადასატანი ყუთის საშუალებით მოხდება. კოვიდუბანზე 400 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქუთაისის 7 მაჟორიტარულ ოლქში 52 კანდიდატია დარეგისტრირებული, მათ შორის 14 ქალია. 5 კანდიდატი იბრძვის ქუთაისის მერობისთვის, აქედან ორი ქალია. ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობისთვის 19 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იბრძვის.










