“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ არჩევანი უკვე გააკეთა. მან ტავისი არჩევანი 48-ე უბანზე დილის ათ საათზე დააფიქსირა. როგორც ანდრო ლოსაბერიძე ამბობს მან ხმა საქართველოს აღმშენებლობას მისცა.
“დღეს ქართველი ადამიანის ხელშია აბსოლუტური ძალაუფლება, განსაზღვროს ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენ დღეს არჩევანს ვაკეთებთ ევროპულ საქართველოსა და იმ წარსულს შორის, რომელსაც ოლიგარქიული მმართველობა ჰქვია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩეველი, მხარს დაუჭერს აღმშენებლობის იდეას და დავასრულებთ ოლიგარქიულ მმართველობას და დავაბრუნებთ ქუთაისის ქუჩებში, ბედნიერი ადამიანის სახეებს, ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ შეგვიძლია მეტი.”- განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ










