ქუთაისში ინციდენტი მოხდა 44-ე უბანზე. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კომისიის წევრმა ჯუმბერ კიბაბიძემ განაცხადა, 3-მა პირმა, ხმის მიცემა ვერ შესძლო, რადგან გადასატანი ყუთით სარგებლობის სიაში იყვნენ შეყვანილი, მაშინ როცა ამის საჭიროება არ ჰქონდათ და განცხადებები გადასატანი ყუთის მოთხოვნის შესახებ მათი დაწერილი არიყო. მოხდა ფაქტის დაფიქსირება, რის შემდგომაც სამივე პირმა უბანი დატოვა. გადასატან ყუთებს კი ადგილზე მიუტანებენ. მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა გაყალბების მცდელობას.
აგენტი-პროვოკატორი დაუმეგობრეს, აშანტაჟებენ – რა უამბო მსჯავდებულმა IT სპეციალისტმა ზურაბ ცეცხლაძეს
პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ადვოკატმა ზურაბ ცეცხლაძემ ციხეში მოინახულა პატიმარი და IT სპეციალისტი, გიორგი კვიცარიძე, რომელმაც ჩათიდან პოლიციელების მხრიდან ძალადობის კადრები გამოიტანა. ცეცხლაძის თქმით, გიორგი კვიცარიძემ უამბო, როგორ მიუგზავნეს მას...










