,,განათლების სამინისტროს სიყალბე სახეზეა. რატომ? მე12 კლასში გაკვეთილები არ ტარდება, მოსწავლეები სკოლაში არ დადიან და მაინც ხდება მათი შეფასება (ერთეული სემთხვევები არ იგულისხმება).
ბუნებრივია ეს იცის სამინისტრომ და თვალს ხუჭავს. სიყალბე სიყალბეა და სამინისტრომ მორიგი ნაბიჯი უნდა გადადგას, კერძოდ თუ მე–10 , მე11 კლასელი სურვილს გამოთქვამს სკოლაში არ მისვლაზე ესეც უნდა იყოს ნებადართული.
და რატომ უნდა მივიდნენ ისინი ვისაც ალტერნატიული გზა აქვთ მიიღონ მაღალი განათლება და სკოლა ამის შემფერხებელია, დაულაგებელი პროგრამებით და უინტერესო გაუმართავი სახელმძღვანელოებით, თუნდაც მოსწავლისათვის უინტერესო , რთულად გასაგები საგნით(ეგებ ვერ გებულობს მოსწავლე მაგალითად მე11 კლასის მათემატიკას და …)
არაერთი მე10–მე11 კლასელი ვიცი, რომლებსაც სკოლაში წასვლა მხოლოდ იმიტომ უნდათ , რომ თანაკლასელებს შეხვდნენ.
ატესტატის დრომოჭმული გახდა , თუნდაც იმიტომ , რომ მას სკოლა აღარ გაცემს, ატესტატი რომ მოეთხოვათ ერთი საუკუნის წინანდელი არაერთი მეცნიერისთვის, აკადემიკოსისთვის, უნივერსიტეტში ჩარიცხვის მომენტში .
საინტერესოა საიდან მოიტანდნენ (მაგალითად აკადემიკოს, სამგზის სოციალისტური შრომის გმირ ზელდოვიჩს სკოლა არ ქონდა დამთავრებული), რადგან მათ სკოლა არ ქონდათ დამთავრებული.
როგორც დრომოჭმულია სასადილოს მეპატრონეს მოსთხოვო პოლიტქნიკური ინსტიტუტის საზკვების სპეციალობის დიპლომი (ამ სპეციალობაზე კომუნისტების დროს 1 ადგილზე 30 აბიტურიენტი მოდიოდა) ან პროფილაქტიკის მეპატრონეს მანქანათმშენებლობის სპეციალობის დიპლომი… და ა.შ.
ასევე ზედმეტია დღეს მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტს მოსთხოვო ატესტატი. მოვა ეს დროც და სრულიად სწორია.”-წერს დიმიტრი გოშხეთელიანი.










