დღეს კიბოს დამარცხება არც ისე რთულია , როგორც ეს წლების წინ იყო. მთავარი მისი დროული აღმოჩენაა.
მაია მუშკუდიანი ერთი იმათგანია, რომელიც პოზიტიური განწყობითა და შემართებით ებრძვის დაუპატიჟებელ სტუმარს.
„პატარაობისას ჩუმად, რაცხა მავნებლობის ჩადენას რომ გადავწყვეტდი, დედაჩემი ლიანა ინტუიციით ხვდებოდა.
მომეპარებოდა, ერთი მაგრად ჩამაფარებდა სიფათში და გამარჯვებული გურულის ფალტეცით დაჰკივლებდა:
-აიტ, შე სასიკვდილე, ხომ წაგასწარიო და ძირშივე იყო აღკვეთილი დანაშაული! ხომ და, დაახლოებით ეგ გრძნობა მაქვს ახლა, ზუსტად სამი თვის თავზე, მკურნალობის ძირითადი ეტაპის დასრულებისას.
ვიცი, წინასწარ რაიმეს თქმა არ ვარგა მაგრამ, ეს რომ არ ვთქვა არ შემიძლია:
– აი,ხომ წაგასწარი შე უდღეურო! ჯერ სად ხარ! ცოტაც და მალე მოგიღებ ბოლოს! აგერ მე და აგერ გერმანია“, – წერს მაია მუშკუდიანი.










