სოციალურ ქსელში ემოციური ფოტო ვრცელდება
23 აგვისტოს 21 წლის ნანუკა დვალიშვილი, რომელიც ორსულად იყო ვანში, სოფელ ციხესულორთან ავარიას ემსხვერპლა. როგორც ცნობილია ის ძმის ოჯახთან ერთად მგზავრობდა და ავტომობილის უკანა სავარძელზე იჯდა. ცნობილია რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯეხა.
შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს










