თავისუფლება 150 ხმის სანაცვლოდ – “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ დამნაშავეებს ციხიდან უშვებს. ფონიჭალაში იარაღის უკანონოდ შეძენა – შენახვის ბრალდებით დაკავებული იჯარან ჯაფაროვი პატიმრობიდან რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს.
მძიმე დანაშაულში ბრალდებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა “ოცნებამ” მას ციხის კარი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაუღო, სანაცვლოდ კი ფონიჭალაში, ერთ-ერთ ყველაზე რთულ საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზება დაუკვეთა.










