“თუ ჩვენ ყველა ავიცრებით, საქართველოში “მეხუთე ტალღა” მსუბუქი იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად შესაბამისი პაკეტია მომზადებული, რომლის შესახებაც მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში ამ დროისთვის “ფაიზერის” 570 ათასამდე დოზაა, რომელსაც ვადა ნოემბერ-დეკემბრამდე აქვს.
“ორშაბათ-სამშაბათს გამჟღავნდება, პაკეტია მომზადებული ვაქცინაციის ინტენსიფიკაციასთან დაკავშირებით.
ჩვენ დღეს ვაქცინის 570 ათასამდე დოზა გვაქვს, აქედან ნოემბრის ბოლომდე ვადა 150 ათასს აქვს, დანარჩენს – დეკემბრის ბოლომდე.
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ, რაც წერია ფლაკონზე, კიდევ სამი თვით გაუგრძელა ვადა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდება, “ფაიზერის” ათვისების ტემპი ისეთია, რომ მეტი “ფაიზერი” გვჭირდება.
მიმართვიანობამ დაიკლო, მეტი მუშაობა გვინდა თქვენთან ერთად, კომუნიკაციის კუთხით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.










