მას შემდეგ კვალი ქრება – ახლობლები 35 წლის ლევან ბეჟაშვილს 19 სექტემბრის შემდეგ ეძებენ. ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი” ავრცელებს.
მამაკაცი სახლში თბილისიდან დედოფლისწყაროში სამარშრუტო ტაქსით ბრუნდებოდა, რის შემდეგაც ის არავის უნახავს.
როგორც დაკარგული მამაკაცი დედა ნათელა ბუჩუკი ამბობს მისმა შვილმა ტელეფონი დაკარგა და ოჯახს სხვების დახმარებით ეკონტაქტებოდა.
,,ჩალაუბნის ე.წ ტეკიდან დამირეკა, რომ ტრანსპორტს ელოდებოდა. მას შემდეგ მისი კვალი ქრება.” – ამბობს დაკარგული მამაკაცის დედა.
ოჯახის ცნობით მამაკაცს პოლიციაც ეძებს.










