ქუთაისის ოპერის თეატრმა 53-ე თეატრალური სეზონი გახსნა, რომელიც დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს მიეძღვნა.
53-ე სეზონი სპექტაკლით “აბესალომ და ეთერი” გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ – სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი, რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.
სპექტაკლი კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა.










